პროექტის სახელწოდება :თბილისი კულტურათა გზაჯვარედინი
პროექტის მთავარი იდეა: თბილისის წარსულისა და აწმყოს
შედარება,აქ თავმოყრილი
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ დედაქალაქის
ისტორია და კულტურული ღირებულებები, რომლებიც დღემდე მოღწეულია თითოეული თბილისური
უბნის, მოქალაქის სახით და სახელით, მიუხედავად ეროვნებისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა
პროექტის მიზანი:გაეცნობიან თბილისის ძველ და ახალ ცნობად
სახეებს, ტურისტულ მარშრუტებს
ვადები: 10 კვირა
მოსალოდნელი შედეგები : შექმნიან ფოტოალბომს, სლაიდშოუს,ვიდეომასალას
მუსიკის ფონზე, რუკებს, რეფერატებს,ესსეს.დააფიქსირებენ ქრისტიანული ტაძრების გვერდით
სინაგოგას, მეჩეთს, სომხურ ეკლესიას. აიღებენ ინტერვიუს ძველი თბილისის არაქართველი
მოქალაქეებისგან
რესურსები:ფოტოაპარატი, კომპიუტერი
პროექტის მსვლელობა:ექსკურსია ძველ თბილისში, გამოიყენებენ
ინტერნეტს,გადაიღებენ ფოტოსურათებს, გააკეთებენ ფოტო და ვიდეო ალბომს. სკოლაში გავაკეთებთ
პროექტის პრეზენტაციას,დაწერენ ესსეს, დახატავენ, შექმნიან ვებ საიტს,სადაც მოძიებული
ინფორმაცია და მარშრუტების ინტერაქტიული რუქა იქნება განთავსებული
საგნებთან კავშირი: გეოგრაფია,ხელოვნება, მუსიკა:თბილისის
მდებარეობის შესახებ ინფორმაცია, თბილისის თემა ქართველი და უცხოელი მხატვრების შემოქმედებაში,სლაიდშოუ,იოსებ
გრიშაშვილის ლექსები ძველ თბილისზე
პროექტის ხელმძღვანელი: ცირა ჩოხელი
ხელმძღვანელის ელფოსტა: cirachoxeli@gmail.com