Sunday, March 18, 2012

თბილისი კულტურათა გზაჯვარედინი


პროექტის სახელწოდება :თბილისი კულტურათა გზაჯვარედინი
პროექტის მთავარი იდეა: თბილისის წარსულისა და აწმყოს შედარება,აქ თავმოყრილი
განსხვავებული კულტურების თანხვედრა, ტოლერანტობა საქართველოს ისტორიის მუდმივი მეგზური
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ დედაქალაქის ისტორია და კულტურული ღირებულებები, რომლებიც დღემდე მოღწეულია თითოეული თბილისური უბნის, მოქალაქის სახით და სახელით, მიუხედავად ეროვნებისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა
პროექტის მიზანი:გაეცნობიან თბილისის ძველ და ახალ ცნობად სახეებს, ტურისტულ მარშრუტებს
მონაწილეთა ასაკი: 15 წელი
ვადები: 10 კვირა
მოსალოდნელი შედეგები : შექმნიან ფოტოალბომს, სლაიდშოუს,ვიდეომასალას მუსიკის ფონზე, რუკებს, რეფერატებს,ესსეს.დააფიქსირებენ ქრისტიანული ტაძრების გვერდით სინაგოგას, მეჩეთს, სომხურ ეკლესიას. აიღებენ ინტერვიუს ძველი თბილისის არაქართველი მოქალაქეებისგან
რესურსები:ფოტოაპარატი, კომპიუტერი
პროექტის მსვლელობა:ექსკურსია ძველ თბილისში, გამოიყენებენ ინტერნეტს,გადაიღებენ ფოტოსურათებს, გააკეთებენ ფოტო და ვიდეო ალბომს. სკოლაში გავაკეთებთ პროექტის პრეზენტაციას,დაწერენ ესსეს, დახატავენ, შექმნიან ვებ საიტს,სადაც მოძიებული ინფორმაცია და მარშრუტების ინტერაქტიული რუქა იქნება განთავსებული
საგნებთან კავშირი: გეოგრაფია,ხელოვნება, მუსიკა:თბილისის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია, თბილისის თემა ქართველი და უცხოელი მხატვრების შემოქმედებაში,სლაიდშოუ,იოსებ გრიშაშვილის ლექსები ძველ თბილისზე
პროექტის ხელმძღვანელი: ცირა ჩოხელი
ხელმძღვანელის ელფოსტა: cirachoxeli@gmail.com





No comments:

Post a Comment